31 დეკემბერს აბაშაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

  • მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 31 დეკემბერს აბაშაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ადგილია ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელობის პარკი.

იხილეთ ღონისძიების პროგრამა:

18:00 – ორკესტრის და კოსტუმირებული გმირების მსვლელობა და სანტას შეხვედრა ბავშვებთან.

18:00-00:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა,გლინტვეინი, კრეპი, ცხელი შოკოლადი, ჰოთდოგი.

18:00-00:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო ორცხობილების მოხატვა, ნაძვის ხის სათამაშოს გაფერადება, საახალწლო კერამიკის და ხის ფიგურების დამზადება და გაფერადება, ქისების, მისალოცი ბარათების, ჯინჯერის სათამაშოების დამზადება, სახის მოხატვა.

18:00-01:00 – მუსიკალური ინსტალაცია – „ლაპლანდია“.

18:15-20:30 – მუსიკალური გაფორმება: Dj Kashia.

20:30-21:00 – ზღაპრის გმირების მსვლელობა ორკესტრთან ერთად.

21:00-22:15 – მუსიკალური გაფორმება: Dj Kashia.

22:15-22:45 – ორკესტრის და კოსტუმირებული გმირების მსვლელობა.

22:45-23:00 – მუსიკალური გაფორმება: Dj Kashia.

23:00-01:00 – გალა კონცერტი: ანსამბლი „გორდელა“, ოთო ნემსაძე და ბენდი.

00:00 – ანსამბლი „ჰარირა“ – მრავალჟამიერი და საზეიმო ფოიერვერკი.

წამყვანი – ოთარ ლასხიშვილი.