28 ოქტომბერს “აბაშობა-2023” გაიმართება

  • 28 ოქტომბერს, აბაშის მუნიციპალიტეტში „აბაშობა- 2023“ გაიმართება.

იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 14 :00 სახალხო ღონისძიება.

საქართველოს ეროვნულ გმირთა – ქვეყნის პირველი ეროვნული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასა და მისი უახლოესი თანამებრძოლის, მერაბ კოსტავას სახელობის პარკი.

“საპატიო აბაშელის“ წოდებებით, კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლებით დაჯილდოების ცერემონია.

მუსიკალური წარმოდგენა:

ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

15:00

კლასიკური მუსიკის კონცერტი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი კვარტეტისა და აბაშის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.

15:30

აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა. ფოტოგამოფენა „აბაშური ოდები“. “მე პატარა აბაშელი“-საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა საშემოდგომო პერფორმანსი. ქუთაისის ნიღბების თეატრის გმირების საზეიმო მსვლელობა, სპექტაკლი საბავშვო გასართობი ატრაქციონები.

16 :30

კონცერტი, ადგილობრივი შემსრულებელები და ქორეოგრაფიული ანსამბლები. ხალხური სიმღერისა და საკრავების ანსამბლი ,,ჯარგვალი“, აბაშის სალოტბარო სკოლის აღსაზრდელები

17 :00

თემ-სოფლების საექსპოზიციო კუთხეების დათვალიერება, მეგრული კერძების დაგემოვნება.

18:00 კონცერტი, გიგა ჯალაღონია და ბენდი.

19:20 ფოიერვერკი.