26 მაისი აბაშაში

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ გადაიხადა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სამეგრელო ზემო სვანეთის და გურიის რეგიონული ცენტრის უფროსმა კახაბერ ინალიშვილმა, სერჟანტმა დავით მოსიავამ, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების აბაშის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა კაპიტანმა, ზაალ გარუჩავამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხელოვნების სკოლაში ამ წუთებში ,,ქართული მუსიკის კონცერტი“ მიმდინარეობს.

სამხედრო ტექნიკა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ გაეცნონ სამხედრო სპეცტექნიკას და აღჭურვილობას.

17:00 საათზე კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის შემოქმედებითი გუნდების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართება.

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს