26 მაისის ღონისძიებების პროგრამა აბაშაში

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, აბაშაში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება.

იხილეთ 26 მაისის პროგრამა:

14:00 – საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის ყვავილებით შემკობის ცერემონია (თავისუფლების ქუჩა, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია).

14:30 – ,,ქართული მუსიკის კონცერტი“

ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო განყოფილებისა და სიმღერის სპეციალობის მოსწავლეები შეასრულებენ ქართველი კომპოზიტორების საფორტეპიანო ნაწარმოებებს და საესტრადო სიმღერებს (ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზი).

16:00 – აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა (ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკი)

17:00 – საზეიმო კონცერტი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში.

მონაწილეობენ: ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივები, ინდივიდუალური შემსრულებლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები.

#26მაისი#ესდღეჩვენია🇬🇪