- 24-26 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
” ქ. თბილისში უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 – 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +14 +16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 – 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +4, +6, დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 – 25 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 – 25 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4, -6, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

