- 22 ოქტომბერს, აბაშაში „აბაშობის“ დღესასწაული აღინიშნება.
სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად აბაშის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
აბაშის საპატიო მოქალაქის კანდიდატურების წარდგენა დაიწყო.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N58 დადგენილებით, “აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, მიღებული წესის თანახმად, თქვენი წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში.
აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) არანაკლებ 50 კაციან საინიციატივო ჯგუფს ან საპატიო მოქალაქის წოდების მქონე 5 პიროვნებას.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი-ზომით 3X4; (კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლისა და ფოტოსურათების წარდგენა შუამდგომლისგან მოთხოვნილ იქნეს, სამუშაო ჯგუფის დადებითი დასკვნის, მერის მიერ განხილვის ეტაპზე და წარმოდგენილ იქნეს მხოლოდ კანდიდატის თანხმობით)“.
დ) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი-ზომით 3X4.
აბაშის საპატიო მოქალაქის კანდიდატურების წარდგენის ბოლო ვადაა – 17 ოქტომბერი.