17 მაისის 05:00 სთ-დან 20 მაისის 14:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბონენტებს

  • შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქუთაისი-სოხუმის D-500 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს შეასრულებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში 36-ე – 38-ე კილომეტრებზე ახლადაშენებული გაზსადენის მოქმედ მილსადენში შეჭრის სამუშაოები განხორციელდება.

აღნიშნული სამუშაოების გამო, 17 მაისის 05:00 სთ-დან 20 მაისის 14:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბონენტებს.

“მოგიწოდებთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები გქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამეგრელო-გურიის რეგიონის აბაშის სერვისცენტრი ეტაპობრივად განახორციელებს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.