11 ნოემბერს “აბაშობა-2025” გაიმართება

  • 11 ნოემბერს აბაშის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაული „აბაშობა- 2025“ გაიმართება.

იხილეთ სადღესასწაულო პროგრამა:

15:00 -“საპატიო აბაშელის“ წოდებებით, აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლით დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებელებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.

16:30 საათიდან:

ქუთაისის ნიღბების თეატრის გმირების საზეიმო მსვლელობა.

აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული აბაშაში მდებარე ეკლესიების ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების, ფოტო-სურათების, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ქართული გრაფიკის ფუძემდებლის ვლადიმერ (ლადო) გრიგოლიას ნამუშევრების გამოფენა.

კლასიკური მუსიკის კონცერტი – ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი კვარტეტი.

17:00-18:00 – აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების საშემოდგომო-საგამოფენო სივრცეების დათვალიერება, მეგრული კერძების მასტერკლასი

18:00 – გალა კონცერტი „თბილისური კვარტეტის“ მონაწილეობით

19:00 – ფოიერვერკი

ღონისძიების წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე

ღონისძიებები გაიმართება საქართველოს ეროვნულ გმირთა – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში.