წარმატებული სტუდენტები ჯილდოს მიიღებენ

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამიდან“ წარმატებული სტუდენტები ჯილდოს მიიღებენ.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წარმატებული სტუდენტების დაჯილდოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება დაიწყო.

ჯილდოს მიიღებენ, აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2024-2025 სასწავლო წლის სსიპ აბაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვეს 100%, 70% და 50% სასწავლო გრანტი.

100% საგრანტო ქულის მფლობელი აბიტურიენტი ერთჯერადი ფულადი ჯილდოს სახით მიიღებს 1000 ლარით დაფინანსებას;

70% საგრანტო ქულის მფლობელი აბიტურიენტი ერთჯერადი ფულადი ჯილდოს სახით მიიღებს 500 ლარით დაფინანსებას;

50% საგრანტო ქულის მფლობელი აბიტურიენტი ერთჯერადი ფულადი ჯილდოს სახით მიიღებს 300 ლარით დაფინანსებას.

პროგრამაში ჩასართავად, სტუდენტებმა, რომლებმაც 2025 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მოსაპოვებლად მერიაში უნდა წარმოადგინონ:

• განცხადება;

• პირადობის მოწმობის ასლი;

• ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ, აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაცემული.

საბანკო ანგარიშის ნომერი.

ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლე – ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათ წახალისებასა და განათლების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე.

პროგრამის განმახორციელებელია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.