შეხვედრა გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მონაწილეებთან

  • აბაშის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024-ის ფარგლებში გაიმართა რეგიონული თამაშები მაგიდის ჩოგბურთში, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ.

აბაშის მუნიციპალუტეტის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.

“ასევე, 20 თებერვალს ამავე ოლიმპიადის ფარგლებში, განმუხურში გაიმართა რეგიონული პირველობა გეზრბენში, სადაც აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

გამარჯვებული სპორტსმენები მონაწილეობას ზონალურ პირველობაში მიიღებენ.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.