- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, აბაშის მუნიციპალიტეტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტის – „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია, მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა – ,,ჯარგვალი“ და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა – ,,ბერეხა“.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ გმირების ოჯახის წევრები, მოსწავლეები და პედაგოგები.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

