- აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, აბაშის საცხენოსნო იპოდრომმა ხალხურ ცხენოსნობაში საქართველოს 2025 წლის თასის გათამაშებას უმასპინძლა.
ღონისძიება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციისა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
2025 წლის საქართველოს თასის გათამაშება ხალხურ ცხენოსნობაში სხვადასხვა კატეგორიებში გაიმართა.
დოღში გამარჯვება მოიპოვა აბაშის გუნდმა, ცხენბურთში გამარჯვება წილად ხვდა სამტრედიისა და მარტვილის გუნდებს, ხოლო ისინდში კი სამტრედიის გუნდს.
გამარჯვებულ გუნდებს თასები და ფულადი პრიზები გადაეცათ.