აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში სამუშაო პროცესს ეცნობა.

მინისტრი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო. 

შენობაში სრულად განახლდება საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ოთახები, სამზარეულო და სპორტული მოედანი.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად,  ბაგა-ბაღის ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.4 მილიონი ლარით ფინანსდება.

მინისტრთან ერთად სამუშაო პროცესს გაეცნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, სამეგრელოს მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს