- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 29 ივნისს, 15:00 საათზე აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე, გაიმართება ეთნოსპორტის ფესტივალი „აბაშა -2025“.
უწყების ცნობით, ღონისძიება სპორტის სამინისტროს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, სორტის ტრადიციული სახეობებისა და თამაშების ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდება.
ფესტივალის პროგრამა იხილეთ:
15:00 – ფესტივალის საზეიმო გახსნა;
15:20-17:00 – ქართული ტრადიციული თამაშები (ბავშვებისა და უფროსებისთვის): ძიძგი, მამალა, ჭაპანწყვეტა, ფარიკაობა, სერესო, საყებურთი, მუთაქა-უთაქა, ზეზელა-მკლავჭიდი, ჯილდაობა, მშვილდოსნობა, შუბის მიზანში ტყორცნა;
17:00 – 1 დოღი – ორწლიანი წმინდა სისხლიანი ჯიშის ცხენებისათვის 1400მ. (საზაფხულო ჯილდო);
17:20 – ფოლკლორული კონცერტი (ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით)
17:40 – ისინდი;
18:00 – ისინდი;
18:00 – 2 დოღი – სპრინტი 1400მ;
18:20 – ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა;
18:35 – ცხენბურთი (1 კამარა);
19:05 – 3 დოღი – სამწლიანი წმინდა სისხლიანი ჯიშის ცხენებისათვის 1800მ. ( დიდი საზაფხულო ჯილდო);
19:25 – ცხენბურთი (2 კამარა);
20:00 – 4 დოღი – უფროსი ასაკის წმინდა სისხლიანი ჯიშის ცხენებისათვის 2000მ;
20:25 – ყაბახი;
20:50 – დაჯილდოება, ფესტივალის დახურვა.