აბაშაში ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში თავისუფლების ქ. N21, ცანავას ქ. N28, თავისუფლების ქ. N141 და კილასონიას ქ. N2 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები იხურება.

სიმონ ჩიქოვანის ქ N13-ში მდებარე შენობის (ყოფილი არქივის შენობა) შეკეთება-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

რეაბილიტაციის შემდეგ შენობაში განთავსდება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური და ააიპ „აბაშის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური“. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში, კომფორტულ გარემოში მიიღონ შესაბამისი სერვისები.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 184 220 ლარს შეადგენს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს მერთან, გიგა გაბელაიასთან და მერის მოადგილეებთან ერთად გაეცნენ.

ინფორმაციისთვის: 11-14 იანვარს ძლიერი შტორმული ქარის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა საცხოვრებელ სახლებს.