- აბაშაში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა დაიწყო.
მუნიციპალურ განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის მიზანია, რომ აბაშა იქცეს სპორტული აქტივობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად, სადაც ადგილობრივი გუნდები და სპორტსმენები შეძლებენ პროფესიულ დონეზე ვარჯიშსა და თამაშს.

