- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევები და ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის) სკრინინგი.
უწყების ცნობით, გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
გამოკვლევები აბაშაში, 20 მარტს, კილასონიას №4-ში ჩატარდება, აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის შენობში.
ინფორმაციისთვის: აქცია რეგიონებში ეტაპობრივად, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩატარდება.
სკრინინგის აქციები 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მისი მიზანი დაავადების ადრეული აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.

