აბაშაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მორიგი ეტაპი იწყება

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მორიგი ეტაპი იწყება.

უწყების ცნობით, უახლოეს პერიოდში, 13 კმ-მდე გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.

ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება შემდეგ ტერიტორიებზე:

  • სოფელ სუჯუნაში, საბაღათურიოს უბანში, N2 ქუჩაზე.
  • სოფელ სეფიეთში N9, N10 და N4 ქუჩაზე.
  • სოფელ ზანათში სამიმინოშვილოს უბანში N8 ქუჩაზე.
  • სოფელ ქვიშანჭალაში N1 და გაუწყინარის N2 ქუჩებზე.
  • სოფელ მაცხოვრისკარიდან სოფ. ძველი აბაშის მიმართულებით.
  • სოფელ კეთილარში N6 და N7 ქუჩები რკინა-ბეტონის საფარით მოეწყობა.

პროექტის განხორციელებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 3 767 258 ლარი დაიხარჯება.