აბაშაში თინათინ მღვდლიაშვილის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა

  • საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მარნის კულტურის სახლში, პროექტის ,,მუსიკალური ზაფხული 2025“-ის ფარგლებში, საზოგადო მოღვაწის, პოეტის, მხატვრის, თინათინ მღვდლიაშვილის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

საღამოს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

შეკრებილ საზოგადოებას პოეტმა ასევე საკუთარი ლექსები წაუკითხა და გაიხსენა არაერთი საინტერესო ისტორია მისი შემოქმედებითი ცხოვრებიდან.

შესრულდა პოეტის ლექსებზე დაწერილი ცნობილი და პოპულარული სიმღერები.

თინათინ მღვდლიაშვილი რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია. მის კალამს როგორც ლექსები, ასევე პროზაული ნაწარმოებები ეკუთვნის.