აბაშაში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საავტომობილო გზებთან ერთად იწმინდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები და რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი.

სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ა(ა)იპ აბაშის „კეთილმოწყობის“ სამსახური.

სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე გაგრძელდება, რათა გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი.