“ჯარგვალის” ფოლკლორული კონცერტი გაიმართა

  • ნაესაკოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმის ეზოში, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, ხელოვნების სკოლის ხალხური სიმღერისა და საკრავების ანსამბლ “ჯარგვალის“ (ხელმძღვანელი-მოველ მაკალათია) ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.

ასევე მოეწყო ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. ამ დღის მნიშვნელობასა და სიმონ ჩიქოვანის შემოქმედებაზე ისაუბრა მუზეუმის ხელმძღვანელმა, ელეონორა ჩიქოვანმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.

საღამო აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.