ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, გაზიფიცირების გარე ქსელის სამუშაოები მალე დასრულდება

  • აბაშის მუნიციპალიტეტში, ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, გაზიფიცირების გარე ქსელის სამუშაოები, რომელიც 21 კმ-ს შეადგენს, მალე დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ აბაშის მუნიციპალიეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაზიფიცირების ქსელი მოეწყო ქოლობანში, გუგუნაყათსა და ბულვანში. აქ ინდივიდუალური გამრიცხველიანების შემდეგ 525 აბონენტი ისარგებლებს ბუნებრივი აირით.

სოფლებში, გაღმა ზანათსა და ონტოფოში დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს აბონირებისთვის განცხადებების მიღება. ინდივიდუალური გამრიცხველიანების დასრულების შემდეგ გაღმა ზანათში 181 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს, ხოლო ონტოფოში კი 353 ოჯახი.

ასევე მიმდინარეობს ტყვირის, ცილორის, გამოღმა ზანათის, სუჯუნისა და წალიკარის გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები.

გაზიფიცირება ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხია, რაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად მოგვარდება.