ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტში, ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში, N5 ქუჩიდან, მაცხოვრის სახელობის XIV საუკუნის ტაძრამდე, 3,2 კმ-მდე გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ გზაზე პირველად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯ და ჯ“ ასრულებს.

სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.