- აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაჩენილი ხანძრის კერები ლიკვიდირებულია. ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ნინოშვილის ქუჩაზე, ცეცხლი მოსახლეობის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ხანძარი დაახლოებით 1 ჰექტარს მოიცავდა. ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდებს.
ამ წუთებში ხანძარია ძვ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, „ფერეროს“ ტერიტორიაზე, დაახლოებით 2 ჰექტარამდე თხილნარს უკიდია ცეცხლი.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია აბაშის, სენაკის, ხობისა და ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურები.
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრების პრევენციის და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.