სტიქიამ პრობლემები შექმნა აბაშაში

  • სტიქიამ პრობლემები შექმნა აბაშაში. უხვმა ნალექმა ხიდი დაზიანა, აბაშის სოფელ სამიქაოში. დააზიანდა სოფელ წყემში მაღალი გადამცემი ხაზი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრობლემურ ადგილებში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, მუშაოებენ ზარალის დამთვლელი კომისიები.