“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

  • “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ძველი აბაშის, ონტოფოსა და სეფიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კრებებზე ადგილობრივების მიერ პრიორიტეტულ საკითხებად აეროდრომის მასივში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან შესასვლელი რკინის ალაყაფის (ჭიშკარი) მოწყობა, მოხრეშვითი სამუშაოები, სასაფლაოების რკინა-ბეტონის კონსტრუქციით შემოღობვა დასახელდა.

ხვალ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება ნაესაკოვოს, ტყვირისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში.