- პ/მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. გაუწყინარში ქუჩა N5- ქუჩაზე, 3 კმ-მდე გზაზე ასფალტი იგება.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი უკვე დაიგო:
სოფელ პირველ მაისში, კუდა-ეწერში N4 ქუჩაზე
სოფელ გაუწყინარში N1 ქუჩაზე
სოფელ ნაესაკოვოსა და კოდორის შემაერთებელ გზაზე
სოფელ ნაესაკოვოში შუაქალაქის უბნიდან იპოდრომამდე
სოფელ აბაშისპირში N5 ქუჩაზე.
უწყების ცნობით, უახლოეს ხანებში დაიწყება სამუშაოები დაიწყება სოფელ მარანში N14 N12 ქუჩებზე და ქოლობანში N5 (პატარა გეზათი) ქუჩაზე.
პროექტის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის საფარი იგება ჯამში 19 კმ-მდე გზაზე.
სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ს.ს. „არქეოპოლისი“.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 797 999 ლარით ფინანსდება.