საპატიო აბაშელები დააჯილდოვეს

  • სახალხო დღესასწაულზე “აბაშობა-2022“ საპატიო აბაშელების, კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლებით დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა სამ პიროვნებას:

ზენერ ჩაგანავას – მხატვარს, მოქანდაკეს, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრს – სახვითი ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის;

ბათუ დანელიას – პოეტს, მთარგმნელსა და ფილოლოგს, მწერალთა საერთო ეროვნული კავშირის წევრს, “ღირსების ორდენის“ კავალერს, არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატს – ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

ლევან ტყებუჩავას – თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის სამედიცინო დირექტორს, გადაუდებელი თორაკო – აბდომინური ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელს – ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისა და აბაშელებისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და გულისხმიერებისათვის.

მეცენატის, აკაკი ხოშტარიას სახელობის საპატიო ჯილდო გადაეცა – ლაშა გვაჯაიას, ბიზნესმენს, მეწარმეს, რომელიც 2016 წლიდან აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარანში ხელმძღვანელობს აგრობიზნესს, თხილისა და ტყემლის მეურნეობას. დაჯილდოვდა აგრობიზნესის სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის;

მწერალ-აკადემიკოს, კონსტანტინე გამსახურდიას საპატიო ჯილდო გადაეცათ:

16 წლის ლევან ოჩიგავას, ძალოსანს, ორგზის ევროპის ჩემპიონს, რეკორდსმენს, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს, მრავალი ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელს, დაჯილდოვდა საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებებისთვის.

მარიამ ჭანტურიას – სპორტსმენს, ძიუდოისტს, ათ გზის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულს, ქალთა შორის ევროპის ჩემპიონს, დაჯილდოვდა საერთაშორისო ტურნირებში წარმატებული მონაწილეობისთვის;

რევაზ ნადარეიშვილს – სპორტსმენს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორს, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, დაჯილდოვდა სპორტულ ასპარეზზე მიღწეული წარმატებებისთვის;

სასოფლო ფოლკლორული ანსამბლ, „სუჯუნას“ – დაჯილდოვდა ძველი ხალხური სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

აბაშის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,ჰარირას“-ქართული-ხალხური სიმღერებისა და ეროვნული ქორეოგრაფიის განვითარებაში ათწლეულების მანძილზე შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.