- საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებთან სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.