მერია: აბაშაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

  • აბაშის მუნიციპალიტეტში, ქუჩიშვილის ქუჩისა და მისი შესახვევების ასფალტო-ბეტონით მოწყობის და ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში, N5 ქუჩიდან ტაძრის მიმართულებით გზაზე ცემენტო-ბეტონის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან ერთად გაეცნო.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გზებზე პირველად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ჯ და ჯ“ შეასრულებს. სამუშაოების ღირებულება 1 448 399 ლარია, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.