მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში N14 და N12 გზის ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში, მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში N14 და N12 გზის ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 19 კმ-მდე გზას.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.