“კონსტანტინეობა-2023“

  • 15 მაისი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, სქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა.

14:00 სთ-საქართველოს ეროვნულ გმირთა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტის ყვავილებით შემკობის ცერემონია გაიმართება.

15:30 საათზე კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზი
მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაიწყება.

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები წარმოადგენენ ნაწყვეტს სპექტაკლიდან ,,მთვარის მოტაცება“;

პროგრამაში წარმოდგენილია: ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, წაკითხული იქნება კონსტანტინე გამსახურდიასა და მისადმი მიძღვნილი ლექსები. მონაწილეობენ: სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,ჰარირას“ მომღერალ ვაჟთა გუნდი, ქალთა კვარტეტი, ქორეოგრაფიული ჯგუფები.