“ზანამ” 2024 წლის ლიგა 4-ში მონაწილეობის უფლება მოიპოვა

  • პლეი-ოფის ფინალურ ეტაპზე საფეხბურთო კლუბი „ზანა“ თბილისის “იუჯი 35”-ს დაუპირისპირდა.

დაძაბულ თამაშში „ზანამ“ 2-1 გაიმარჯვა და მოიპოვა 2024 წლის ლიგა 4-ში მონაწილეობის უფლება.

2023 წლის სეზონში, სადაც აბაშის „ზანა“ ასპარეზობდა რეგიონულ ლიგაში (დასავლეთი) „გ“ ჯგუფში, სატურნირო ცხრილში გავიდა მეორე ადგილზე (24 თამაში, 19 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება, 61 ქულა).