ზანათიდან სოფელ ძიგურამდე საავტომობილო გზის დაგების პირველი ეტაპი მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანათიდან სოფელ ძიგურამდე საავტომობილო გზის დაგების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. პროექტი 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას გულისხმობს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის ამ მონაკვეთში ასფალტირებული გზა არ არსებობდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ავარიული იყო.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „ინდიკო“.