გიორგი ქუჩიშვილის ქუჩისა და მისი შესახვევების ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტში, გიორგი ქუჩიშვილის ქუჩისა და მისი შესახვევების ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაიწყება ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში, N5 ქუჩიდან ტაძრის მიმართულებით ცემენტო-ბეტონის დაგება.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ჯ და ჯ“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 1 448 399 ლარია, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.