აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

დასრულების ეტაპზეა:

  • მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მარანჭალაში გზის რეაბილიტაცია, სადაც ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო N9, N5 და N3 ქუჩებზე.
  • გზის რეაბილიტაცია ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მაცხოვრის კარიდან სოფელ ძვ. აბაშის მიმართულებით.
  • აბაშაში ჯორჯიკიას ქუჩისა და პატარა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით.
  • აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები საბოკუჩაოში, სადაც ასფალტო-ბეტონის საფარის მეორე ფენა იგება N2 და N3 ქუჩებზე.

“სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა სულ 12 კმ-მდე გზაზე, რომლის ღირებულება 2 672 275 ლარს შეადგენს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

+3