აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი წლისთვის მზადება მიმდინარეობს

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციები მთელი ქალაქის მასშტაბით მონტაჟდება.

ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში დაიდგა ნაძვის ხე, სკვერთან ერთად ცენტრალური ქუჩა საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციული სანათებითა და ილუმინაციებით ირთვება, ასევე ილუმინაციებით განათდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული რკინიგზის სადგურის შენობა.

რამდენიმე დღეში, საზეიმო ვითარებაში აინთება ქალაქის ნაძვის ხე.