აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის 14 პროექტი განხორციელდა

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში 2022 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის 14 პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო 36 კმ გზაზე, ღირებულებით 8 მილიონი ლარი.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა შემდეგ ტერიტორიებზე:

• ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე გზის მოწყობა ასფალტო ბეტონით;

• ძველ აბაშაში გზის ორმული შეკეთება და წვრილმარცვლოვანი ასფალტო ბეტონის გადაკვრა;

სოფ. ძვ. აბაშა N8 ქუჩის (შესახვევებით) მოწყობა ასფალტო ბეტონით;

• ქალაქ აბაშაში გამსახურდიას პირველი და მესამე შესახვევის, კონსტანტინე კაპანელის ქუჩიდან გამსახურდიას ქუჩამდე გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა;

• ქალაქ აბაშაში ცანავას ქუჩის მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო ავტომაგისტრალამდე;

• აბაშის მუნიციპალიტეტში სოფ. ნორიოში მდ. აბაშის მიმდებარედ ჭაბურღილთან და სოფ. მარანში საინფორმაციო ცენტრის მიმდებარედ გზის მოწყობა რკინა-ბეტონის საფარით;

ასევე ასფალტის საფარი დაიგო:

• სოფელ მარნის N14 N12 ქუჩებზე;

• სოფ. გაუწყინარში N1 ქუჩაზე;

• სოფ. გაუწყინარში ქუჩა N5- ქუჩაზე;

• სოფ. ნაესაკოვოსა და კოდორის შემაერთებელ გზაზე;

• სოფ. ნაესაკოვოში შუაქალაქის უბნიდან იპოდრომამდე;

• სოფ. აბაშისპირის ქუჩა N5 ქუჩაზე;

• სოფ. ქოლობანში N5 (პატარა გეზათი) ქუჩაზე;

• სოფ. პ/მაისში, კუდაეწერის N 4 ქუჩაზე.