აბაშის მუნიციპალიტეტში უამინდობისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები გატარდა-მერია

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარისაგან გაიწმინდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, ასევე გაიწმინდა სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები.

სამუშაოებში ჩართული იყვნენ ა(ა)იპ აბაშის „კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლები და ტექნიკა. ამ ეტაპზე ქუჩები მთლიანად გაწმენდილია და გზებზე გადაადგილება უსაფრთხოა.