- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში 19 კმ-დე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო სოფ. აბაშისპირში, N5-ქუჩაზე.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება: სოფელ მარნის N14 N12 ქუჩებზე
სოფ. გაუწყინარში N1 და N5 ქუჩებზე
სოფ. პირველ მაისში კუდაეწერში N4 ქუჩაზე
სოფ. ნაესაკოვოსა და კოდორის შემაერთებელ გზაზე
სოფ. ნაესაკოვოში შუაქალაქის უბნიდან იპოდრომამდე
სოფ. ქოლობანში N5 (პატარა გეზათი) ქუჩაზე
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.