აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

  • აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები.

ა(ა) იპ „კეთილმოწყობის“ სამსახურის მიერ გაიწმინდა მოგლეჯილი ხეებისაგან ჩახერგილი გზები.

შექმნილ ვითარებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობა.

ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობას, შესაბამისი სამსახურის ბრიგადები დილიდანვე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.

ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.