აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ეწერის საჯარო სკოლას სტუმრობდა

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია ამჯერად ეწერის საჯარო სკოლას ესტუმრა, სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, უფროსკლასელებსა და პედაგოგებს შეხვდა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა ახალგაზრდებთან განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების შესახებ ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა მათ უმთავრეს საჭიროებებსა და გამოწვევებზე, იმ პროექტებზე, რომლებიც უშუალოდ ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელდება.

ასევე, საუბარი შეეხო ახალგაზრდებთან კომუნიკაციის მნიშვნელობას, მერმა მათთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

“მერთან შეხვედრისას მასწავლებლებმა აქტუალური საკითხი განიხილეს და სკოლებში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელეს. მერის თქმით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტენსიური მუშაობა გრძელდება და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. ასევე, აღინიშნა, რომ სულ მალე მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას, რაც პედაგოგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია უშუალოდ მერისგან მიეღოთ.

მერის შეხვედრები სკოლებში გაგრძელდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.