აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აგვისტოს ომში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ აბაშის მკვიდრნი: ვაზიანის სამხედრო ბაზის იურისტი, უფროსი ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, გიორგი ნადარეიშვილი და ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, უფროსი ლეიტენანტი, სერგო მელია.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი შესრულდა.