აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართა

  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული კურსდამთავრებულების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მედლები და სიმბოლური საჩუქრები, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მერაბ მიგინეიშვილმა გადასცეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, მშობლები.