- აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარდგა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაციას მოქალაქეებთან ერთად მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერმა ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება, ასევე ყურადღება გაამახვილა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.
„ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ უკეთესი ცხოვრების პირობებისთვის, ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ და მოსახლეობის როლი ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია“,-განაცხადა გიგა გაბელაიამ.
მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა გუნდის თითოეულ წევრს დაუღალავი შრომისთვის.
გიგა გაბელაიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.
მერის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: