- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, პარალეგალებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ. იურიდიული დახმარების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, მაია ნოზაძემ, დამსწრე პირებს მოკლედ მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე და საკანონმდებლო ვალდებულებებსა და განხორციელებულ პროექტებზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ, პარალეგალები, როგორც აჭარის, ისე იმერეთის რეგიონიდან. მათ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია ქალთა უფლებების შესახებ. შეხვედრის ბოლოს უპასუხეს მოსახლეობის შეკითხვებს.