აბაშელი სპორტსმენების წარმატება

  • აბაშის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ, სამგზის საქართველოს ჩემპიონმა, ნინი ლიპარტიამ, ქალთა უმაღლესი ლიგის ტურნირზე მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც თბილისში 11 მარტს გაიმართა, მეორე ადგილი დაიკავა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნინიმ 2022 წელს წყვილთა თანრიგში გიორგი ლიპარტიასთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, იგი ქალთა უმაღლესი ლიგის ჩემპიონია, საერთაშორისო ტურნირზე მოლდავეთსა და ბათუმში მეოთხე ადგილი დაიკავა, მონაწილეობდა ხორვატიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე და 2022 წელს თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. მონაწილეობდა საერთაშორისო ტურნირებზე ბელორუსიაში, მოლდავეთში, სომხეთში, თურქეთსა და ხორვატიაში. საქართველოს მასშტაბით არაერთი ღია ჩემპიონატის გამარჯვებულია. არის საქართველოს ნაკრების წევრი და წამყვანი სპორტსმენი.

სეფიეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, თაზო რურუამ, 12 მარტს თბილისში გამართულ ღია პირველობაზე მძლეოსნობაში (დიდებში) 800 მ. დისტანციაზე მესამე ადგილი დაიკავა.