აბაშელი ნინი ლიპარტიას წარმატება

  • აბაშელი მაგიდის ჩოგბურთელი, ნინი ლიპარტია საქართველოს უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ჩოგბურთელმა წარმატებას ქალთა უმაღლესი ლიგის დასკვნით ტურზე მიაღწია, რომელიც ქალთა შორის მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა.

მთელი წლის შედეგების მიხედვით, სარეიტინგო ქულებით, ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. ნინი ლიპარტია მაგიდის ჩოგბურთში (U17) გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონია.