აბაშელი მეფუტკრე უკრაინელ ხალხს თაფლს უგზავნის

  • მოქალაქე ვერიკო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში წერს:

“სიკეთის არც ერთი ქმედება, რაც არ უნდა მცირე იყოს, არასოდეს იკარგება…”
ეს საოცარი ადამიანი მეფუტკრე, იოსებ მუშკუდიანი გახლავთ, დევნილი აფხაზეთიდან. ახლა სოფელ ძვ. აბაშაში ცხოვრობს.
“კარგად მესმის უკრაინელი ხალხის ტკივილის, ვიცი, რას ნიშნავს ამ დროს თანადგომა და სიკეთის ხელის გაწვდენა… ადამიანებმა ერთმანეთს ვაჩუქოთ ერთი წვეთი სითბო, რომელიც მერე ზღვად იქცევა და ყველა ბოროტებას მოერევაო”,-მითხრა ბატონმა იოსებმა. ის უკრაინელ ხალხს 175 ლიტრამდე თაფლს უგზავნის.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული ტვირთი გროვდება უკრაინაში გასაგზავნად. ახლა კი, ამ კეთილი კაცის გულით გაღებული სიკეთეც მიემატა.
სევდიან, ყინვიან და თოვლიან გაზაფხულსაც სიკეთე ათბობს, ჩუმი და სიყვარულით სავსე სიკეთე”.