- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდა 27 წარჩინებული მოსწავლე.
პროგრამას “ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.